28 ნოემბერი 2024,   10:29
ვრცლად
"მამაო დღეში 3-ჯერ დგება ფეხზე რეანიმაციაში და ლოცულობს, დამპირდა რომ მოუწოდებს მრევლს აცრისკენ" - კოვიდინფიცირებული პაციენტი

საავიაციო ასოციაცია "ავიაკომუნიკატორის" პრეზიდენტი, თამუნა თანდაშვილი, რომელიც კორონავირუსს ებრძვის, კოვიდკლინიკაში არსებული მდგომარეობის შესახებ ფეისბუქზე ხშირად წერს. 

მასთან ერთად რეანიმაციაში კიდევ რამდენიმე პაციენტია, ერთ-ერთი მათგანი სასულიერო პირია. 

"დღეში 3 ჯერ დგება ფეხზე კაცი რეანიმაციაში [მღვდელი] და ლოცულობს.... ფეხზე ადგომა არის აქ ოლიმპიური ბაჯაღლოს მედალი!

დღეში 3 ჯერ ლოცულობს

ჩემზე, ინეზაზე, თავის მრევლზე...

დამპირდა რომ მოუწოდებს მრევლს აცრისკენ და სთხოვს, ერთმანეთს გაუფრთხილდნენ.

ვიტალი გვყავს კიდევ ერთი პაციენტი, ტატუებიანი, ცისფერთვალება სომეხი დარბაისელი. მარტო მე ველაპარაკები, ის არ მპასუხობს, ვერ... სომეხია, ჯერ არ იცის რომ სომხური ვიცი, აბა გაბედოს და არ გამოკეთდეს! თბილისელმა სომხებმა დაადუღეთ აცრები - ვიტალის ეს სჭირდება, მოვუყვები.

ვიტალიმ არ იცის სად მოხვდა, რა თავზეხელაღებულ მებრძოლებში.

მე, ინეზა, მამაო და ვიტალი ძალიან გთხოვთ

აიცერით რა!" - წერს თამუნა თანდაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები