28 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
ელენე ხოშტარიას და ნიკა მელიას ალიანსი - "ქართულ ოცნებაში" მელია-სააკაშვილის უთანხმოებაზე საუბრობენ  

ელენე ხოშტარიას და ნიკა მელიას მჭიდრო ალიანსმა "ქართულ ოცნებაში" გააჩინა ვარაუდი, რომ თბილისის მერობის კანდიდატს და მიხეილ სააკაშვილს შორის განხეთქილებაა. 

უთანხმოებას ოპოზიციურ პარტიაში, მათი განმარტებით, დედაქალაქის ქუჩებში გაკრული ბანერებიც ადასტურებს. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ ნიკა მელია თვითმმართველობის არჩევნებამდე საკუთარი პარტიისთვის ხმების წართმევას ცდილობს.

ოპოზიციის ერთიან შტაბში ორი პარტიის საარჩევნო სლოგანია.  მმართველი გუნდისთვის ასეთი პოლიტიკური შერწყმა წინასაარჩევნოდ, უპრეცედენტოა.

ადრესატების ნაცვლად განცხადება ნაციონალურ მოძრაობაში გააკეთეს, ოპოზიცია მმართველი გუნდის ვარაუდებს არასერიოზულს უწოდებს და შიდა დაპირისპირებას კატეგორიულად გამორიცხავს. 

უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ ამომრჩევლის დაბნევას ნიკა მელია საგანგებოდ მიხეილ სააკაშვილთან დაპირისპირების და პარტიაში აზრთა სხვადასხვაობის გამო ცდილობს. 

დღის ამბები