28 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
ახალგაზრდა მხატვარი, რომელიც ნიუ-იორკის ვიზუალური ხელოვნების სკოლის მაგისტრი გახდა - გიორგი შალიკაშვილს უნივერსიტეტში უკვე ელოდებიან

ახალგაზრდა, ნიჭიერ მხატვარი, რომელიც ნიუ-იორკის ვიზუალური ხელოვნების სკოლის მაგისტრი გახდა - უნივერსიტეტში, სადაც მთელი მსოფლიოდან ოცნებობენ მოხვედრას და წელიწადში მხოლოდ 30 სტუდენტს იღებენ, ქართველ არტისტს გიორგი შალიკაშვილს უკვე ელოდებიან.

სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა ნიუ-იორკში 9 სექტემბერს იწყება, ახლა მხატვარი ყველაზე მეტად იმაზე ღელავს, რომ პანდემიიდან გამომდინარე, ვიზაზე გასვლის თარიღმა გადაიწია, ამიტომ, პრაქტიკულ ლექციებს მინიმუმ ერთი თვე ვერ დაესწრება. პრობლემა, ასევე, სწავლის საფასურია.

დამატებითი თანხების მოგროვებამდე ძალიან ცოტა დრო აქვს, ვიზუალური ხელოვნების სკოლაში კი ელოდებიან.

დღის ამბები