28 ნოემბერი 2024,   10:54
ვრცლად
ქვეყნის განვითარება, დემოკრატია, პანდემია, მთავრობის საქმიანობა - NDI-ის კვლევა და პოლიტიკური განწყობები 

ქვეყნის განვითარება, დემოკრატია, პანდემია, მთავრობის საქმიანობა, რამდენად გაცხადებულია ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მიზანი - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რაზეც აზრი "ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" თავის რესპონდენტებს ჰკითხა.

არჩევნებამდე 52 დღით ადრე სხვა კვლევების მსგავსად NDI-ის შემთხვევაშიც ყურადღება კვლევის იმ ნაწილმა მიიქცია, სადაც პარტიების მხარდაჭერაზეა საუბარი. გამოკითხული 2000-ზე მეტი ადამიანიდან 51%-სთვის მის შეხედულებასთან ყველაზე ახლოს არცერთი პარტია არ დგას. მმართველ ძალას რესპონდენტთა 18% უჭერს მხარს, 6%-სთვის "ნაციონალური მოძრაობაა" მისაღები, 6 %-ში გაერთიანდა ყველა ის გამოკითხული, ვისთვისაც დანარჩენი პარტიებია მისაღები. კვლევის მეთოდოლოგიასთან კითხვები აქვს მმართველ პარტიას. გარდა ამისა, ამბობენ, რომ 18% ეს მათი რეალური რეიტინგი არ არის და ის გაცილებით მეტია.

წინასაარჩევნო კონტექსტში NDI-მ მოქალაქეებს დედაქალაქის მოქმედი მერის საქმიანობაც შეაფასებინა. 39%-ს მოსწონს, როგორც კახი კალაძის ასევე მერიის საქმიანობა.

რესპონდენტებს ჰკითხეს, რას ფიქრობენ ისინი მთავრობის მუშაობაზე. ამ მხრივ მონაცემები წინა კვლევასთან შედარებით 14%-ით გაზრდილია, რაც შეეხება როგორი მიმართულებით ვითარდება ქვეყანა, 23%-სთვის საქართველო სწორი მიმართულებით მიდის, 19%-სთვის მდგომარეობა უცვლელია, ხოლო 49 პროცენტისთვის ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. 

ევროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საზოგადოებრივი აზრის კვლევა 13-დან 25 ივლისის ფარგლებში ჩაატარა. 

დღის ამბები