28 ნოემბერი 2024,   10:29
ვრცლად
"გაიკეთე პირბადე" - "რუსთავი 2" ახალ კამპანიას იწყებს და მოქალაქეებს გამოწვევაში ჩართვისკენ მოუწოდებს

პანდემიის დასრულების მთავარი გზა გადის ვაქცინაციასა და პირბადეზე - ეს ქვეყნის პირველმა ეპიდემიოლოგმა მოსახლეობას დღეს კიდევ ერთხელ შეახსენა.  

მოქალაქეების უმრავლესობას პირბადის ტარების წესები რომ დაეცვა, დიდი ალბათობით ახალ ანტირეკორდს არ დაამყარებდა კოვიდსტატისტიკა, შესაბამისად, არ დადგებოდა ახალი რეგულაციების ამოქმედების საჭიროებაც. იმისთვის, რომ ეპიდსიტუაცია კიდევ უფრო არ გაუარესდეს და დროულად დაუბრუნდეს ქვეყანა ცხოვრების ძველ რიტმს, "რუსთავი 2" იწყებს ახალ კამპანიას "გაიკეთე პირბადე".

მოქალაქეები ორ ნაწილად იყოფიან. ერთი - ზედმეტად ოპტიმისტები, თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ მათ ვინც პირბადეს მკლავზე, ნიკაპზე ან საერთოდ არ იკეთებენ იმის იმედით, რომ კოვიდი მათ არ დაემართებათ, და მეორე - გაცილებით პასუხისმგებლიანები, რომლებსაც მიუხედავად იმისა, რომ ღია სივრცეში მარტო გადაადგილებისას ნიღბის ტარების ვალდებულება არ აქვთ - პირბადე მაინც უკეთიათ.

თუ მოქალაქეების მიერ პირბადის ტარება საქართველოში გაიზრდება 95 პროცენტამდე, სპეციალისტები კოვიდსტატისტიკის 30 პროცენტიან კლებას ვარაუდობენ.

"რუსთავი 2-ის" თანამშრომლების დიდი ნაწილი უკვე აცრილია, პირბადე კი ყველა თანამშრომელს უკეთია. დღეიდან არხი ახალ კამპანიას იწყებს - "გაიკეთე პირბადე" და გამოწვევაში ჩართვისკენ კოლეგებს, ცნობილ სახეებს და საზოგადოების წევრებს მოუწოდებს.

დღის ამბები