28 ნოემბერი 2024,   10:30
ვრცლად
საგანგაშო სტატისტიკის გამო მთავრობა სამი კვირით შეზღუდვებს აწესებს - რა რეგულაციები ამოქმედდება 2 დღეში 

ყოველი 1000 ინფიცირებულიდან კორონავირუსს 13 ადამიანის სიცოცხლე ეწირება. ბოლო სამ დღეში, 200-მდე პაციენტი გარდაიცვალა. რთული ეპიდსიტუაცია საქართველოში დელტა შტამმა განაპირობა. ვირუსი უკვე 90%-ით ცირკულირებს ქვეყანაში.

სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ კორონავირუსიმა უფრო რთული, სხვა ახალი გამოწვევებიც შექმნას.

არსებული ეპიდემიოლოგიური მდომარეობიდან გამომდინარე პაციენტების მართვაში სამხედრო ექიმები ჩაერთვებიან. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, საველე ჰოსპიტლების მოწყობას არ გამორიცხავს. ამ სცენარის განხორციელების საჭიროება მაშინ დადგება, თუ კლინიკები პაციენტების მიღებას ვეღარ შეძლებენ. დღეის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით მხოლოდ 500 ადგილია დარჩენილი.

რთული ეპიდემიოლოგიური მდომარეობიდან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭომ 3-კვირიანი დამატებითი რეგულაციების ამოქმედების გადაწყვეტილება მიიღო.

გამომდინარე იქიდან, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი დროებით ჩერდება, საქართველოს მასშტაბით, დიდი ამცრელი ცენტრების მიმართულებით, უფასო ავტობუსები იმოძრავებენ. ასევე, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, იქ, სადაც კლასტერული ეპიდაფეთქებაა, მოსახლეობის აცრა ისეთი ვაქცინით მოხდება, რომლის დოზებს შორის მოკლე ინტერვალია

დღის ამბები