28 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
"ლელო" გელათის ტაძრის პრობლემებზე პარლამენტის გააქტიურებას ითხოვს

გელათის ტაძრის პრობლემებზე პარტია "ლელო" პარლამენტის გააქტიურებას ითხოვს. ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, საპარლამენტო ზედამხედველობა უნდა გაძლიერდეს.

მისივე თქმით, მან გელათის საკითხთან დაკავშირებით კულტურის მინისტრსაც მიმართა, თუმცა პასუხი დღემდე არ მიუღია.

"ხელისუფლებას გელათი არ ახსოვს. ნაცვლად იმისა, რომ გელათის თემა არ ჩამოდიოდა პარლამენტის და კონკრეტულად, კულტურის კომიტეტის დღის წესრიგიდან, არაფრისმთქმელი პასუხი აქვს დღეს კულტურის კომიტეტს, რომ ანგარიში დაუწერია სააგენტოს და მათ მივმართოთ, თუ ამ ანგარიშის მიმართ გვაქვს ინტერესი. შესაბამისი წესით დავაყენებ საკითხს კულტურის კომიტეტზე და სხვა საპარლამენტო ფორმატებში, რომ სასწრაფოდ პარლამენტმა გაიღვიძოს გელათთან მიმართებაში და დაიწყოს საპარლამენტო კონტროლი,"- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. 

დღის ამბები