28 ნოემბერი 2024,   10:46
ვრცლად
13 წელი შინდისის ბრძოლიდან - გმირების ხსოვნას დღეს პატივი მიაგეს ოფიციალურმა პირებმა

13 წელი შინდისის ბრძოლიდან - დღეს გმირების გასახსენებლად სოფელში საქართველოს სხვდასხვა კუთხიდან ისევ ჩავიდნენ.

მემორიალთან დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს ოჯახების წევრებმა, ნათესავებმა, მეგობრებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა. იქ იმყოფებოდნენ უთანასწორო ბრძოლას გადარჩენილი ჯარისკაცებიც, მათ უმძიმესი დღე და თანამებრძოლები კიდევ ერთხელ გაიხსენეს.

ტრაგედიის ადგილზე ყოველ წელს მიდიან დაღუპულთა ოჯახის წევრები. ყველას სათქმელი იდენტურია, რომ ეს მათ ცხოვრებაში ყველაზე მტკივნეული დღეა, თუმცა საამაყოც.

გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს ოფიციალურმა პირებმა, მთავრობის წევრებმა, დიპლომატებმა. ტრაგიკული შეტაკების და გმირობის მაგალითის შესახებ საუბრობდა დღეს პრემიერ-მინისტრიც. 

დღის ამბები