28 ნოემბერი 2024,   10:50
ვრცლად
პანდემია და პოლიტიკური დღის წესრიგი - ვის სჯერა და ვის არა ყოფილი პრეზიდენტის

პანდემია და პოლიტიკური დღის წესრიგი - კორონავირუსის პოლიტიკასთან კავშირმა, საქართველოში კიდევ სხვა მასშტაბი მიიღო. მიხეილ სააკაშვილი ირწმუნება, რომ პანდემიის თემის წინასაარჩევნოდ გამოყენებაზე პოსტი მას უსაფრთხოების სამსახურმა დაუწერა. ყოფილი პრეზიდენტის, ძირითადად, თანაპარტიელებს სჯერათ.

ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი კი, "ფეისბუკ" შეცდომის, თუ გატეხვის თემას ერიდება და მხოლოდ იმას ამბობს, რომ კოვიდის პარტიული მიზნებისთვის გამოყენება არაეთიკურია.

ის, რაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისთვის დაუჯერებელია, საკუთარი მოსაზრებების მტკიცებულებაა "ქართული ოცნების" წევრებისთვის. მმართველ გუნდში სააკაშვილის გუნდის მამოძრავებელ ძალად, სიცრუეს და გარდაცვლილთა ტრაგედიებზე აგებულ კამპანიებს მიიჩნევენ. პრემიერის თქმით, ყოფილი პრეზიდენტის ფეისბუკსტატუსმა პარტიის სრული ლუსტრაცია მოახდინა.

დღის ამბები