28 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
სააკაშვილმა საჯაროდ პოსტი დადო, რომელიც შიდა ჯგუფში უნდა ჩაეგდო, მას დავალება უნდა მიეცა სამი ტელევიზიისთვის და აქტივისტებისათვის - მამუკა მდინარაძე

მიხეილ სააკაშვილის Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტს, რომლის შინაარსის მიხედვით, ის საკუთარ პარტიას და მხარდამჭერებს კოვიდვითარების წინასაარჩევნოდ გამოყენებისკენ მოუწოდებს, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სააკაშვილმა პოსტი შეცდომით დადო, მისი ჩაგდება შიდა ჯგუფში უნდოდა. 

ასევე, მდინარაძის განცხადებით, ამ პოსტით ნათელი გახდა, რომ მიხელ სააკაშვილი და მისი აქტივისტები გარდაცვლილი ადამიანების ტრაგედიით სარგებლობენ. 

"დადო საჯაროდ პოსტი, რომელიც უნდა ჩაეგდო შიდა ჯგუფში. მას ამით დავალება უნდა მიეცა მინიმუმ სამი ტელევიზიისთვის და თავისი აქტივისტებისათვის. თუმცა, ცუდი რაღაც მოუვიდა. კარგი ეს იმით იყო, რომ უკვე მტკიცებულება გვაქვს, რომ როდესაც გარდაცვლილი ადამიანებითა და მათი ტრაგედიით სარგებლობენ ხოლმე მათი ტელევიზიები და მათი აქტივისტები, ამისი პირდაპირი მტკიცებულება ჩაუვარდა ხელში ქართულ საზოგადოებას. ახლა კი, რაღაცებით თავის მართლება, რომ თურმე "ფეისბუკი" სუს-მა გაუტეხა და იმან დაპოსტა. ეს სისულელეები, რამდენად დამაჯერებელია, ეს საზოგადოებამ უნდა განსაჯოს. ძალიან ცუდი ამ ყველაფერში ის არის, რომ როდესაც გარდაცვლილი ადამიანებით პოლიტიკურად სარგებლობდნენ, თურმე ამისი პირდაპირი დავალება სააკაშვილის მხრიდან იყო. დღეს ზუსტად იგივე დავალებას ასრულებენ მისი ტელევიზიები და აქტივისტები. მან თავისი საჯარო პოსტით ეს ყველაფერი დაადასტურა,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ

დღის ამბები