28 ნოემბერი 2024,   10:48
ვრცლად
ის, რაც მიხეილ სააკაშვილის პოსტში იყო, ფაქტობრივად მთლიანად "ნაცმოძრაობისა" და ოპოზიციის მესიჯბოქსია - ვახტანგ მეგრელიშვილი

მიხეილ სააკაშვილის facebook გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტს, რომლის შინაარსის მიხედვით, ის საკუთარ პარტიას და მხარდამჭერებს კოვიდვითარების წინასაარჩევნოდ გამოყენებისკენ მოუწოდებს, გამოხმაურება მოჰყვა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიაში.

"ლელოში" ფიქრობენ, რომ ამ კრიზისის ფართო პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, ეთიკურად მიუღებელია. 

"ამ კრიზისის ფართო პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, ჩემთვის, პირადად, ეთიკურად მიუღებელია. ეს არის ყველას გასაჭირი და საერთო პასუხისმგებლობით უნდა გამოვიდეთ ამ კრიზისიდან. თუმცა, რასაკვირველია, პოლიტიკური ვალდებულება ხელისუფლებას აკისრია,"- აღნიშნავს პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გრიგოლ გეგელია. 

"გირჩის" წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი კი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის პოსტი, მთლიანად "ნაციონალური მოძრაობისა" და ოპოზიციის მესიჯბოქსია.

"პერსონალური ინფორმაციის დაცვის საკითხებში არ ვარ კომპეტენტური, მაგრამ ის მესიჯები, რაც მიხეილ სააკაშვილის პოსტში იყო, ფაქტობრივად მთლიანად "ნაციონალური მოძრაობისა" და ოპოზიციის მესიჯბოქსია. ზოგადად, რატომ იყო ეს პოსტი ასაღები, ან რატომ არ შეიძლებოდა მიხეილ სააკაშვილს მსგავსი პოსტი დაეწერა, ეს გაუგებარია,"- აცხადებს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი. 

დღის ამბები