გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტომანქანა მამა-შვილს დაეჯახა. შემთხვევა სოფელ ჭანდარში მოხდა.
"კურიერის" ინფორმაციით, სწრაფად მოძრავი მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და საპირისპირო მხარეს მდგარ მამა-შვილს დაეჯახა.
შეჯახების შედეგად 43 წლის კაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო შუახნის კაცი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით "ჯეოჰოსპიტალსში" მოათავსეს.
შემთხვევის ადგილზე იმყოფება სამართალდამცავთა ჯგუფი, სადაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს