28 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
"ძალიან დიდი პრობლემაა, როდესაც უკან აბრუნებენ ვაქცინაციის ცენტრებიდან წარსულში ალერგიის მქონე პაციენტებს" - ალერგოლოგ-იმუნოლოგი

არის თუ არა შემთხვევები, როდესაც მოქალაქეებს უარს ეუბნებიან ამცრელი ბრიგადები ვაქცინაციაზე სხვადასხვა მიზეზით - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, კლინიკა ”ნეოლაბის” დირექტორი ამბობს, რომ ეს საკმაოდ პრობლემას წარმოადგენს და წარსულში ალერგია ვაქცინაციის წინააღმდეგ ჩვენება არ არის. 

გიორგი კამკამიძე განმარტავს, რა შემთხვევაში არ უნდა აიცრან მოქალაქეები და რა პროტოკოლი მოქმედებს ამ მიმართულებით. კამკამიძე ამბობს, რომ უკუჩვენება არის, როდესაც მძიმე ალერგიული რეაქცია გამოვლინდა აცრის პირველ დოზაზე.  

"ძალიან დიდი პრობლემაა, როდესაც უკან აბრუნებენ ვაქცინაციის ცენტრებიდან წარსულში ალერგიის მქონე პაციენტებს. კიდევ ერთხელ უნდა განვმარტოთ, რომ ალერგია წარსულში არ არის წინააღმდეგ ჩვენება ვაქცინაციის. ერთადერთი სრული წინააღმდეგ ჩვენება, აბსოლუტური უკუჩვენება - ეს არის მძიმე ალერგიული რეაქცია წინა დოზაზე. ანუ, შემდეგ დოზას, ამ შემთხვევაში არ ვაკეთებთ. თუმცა არის კვლევები, როგორ უნდა გავაკეთოთ შემდეგი დოზა, თუნდაც პაციენტების ასეთ ჯგუფში. არის ისეთი სია დაავადებების და ეს იციან ადგილებზე, სადაც უბრალოდ სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ და მაქსიმუმ, ეს სიფრთხილე არის 30-დან 45 წუთამდე დაყოვნება ადამიანის ვაქცინაციის ცენტრში. არამც და არამც არ უნდა გამოაბრუნონ პაციენტები რაღაც გაურკვეველი ანალიზების გასაკეთებლად ალერგიის კუთხით ან თუნდაც კონსულტაციისათვის,“ - აცხადებს გიორგი კამკამიძე.

 

დღის ამბები