28 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
დიდი ხანია ვსაუბრობ, რომ კორონავირუსის მკურნალობისას რემდესივირი ხმარებიდან უნდა იყოს ამოღებული - გიორგი კამკამიძე

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, კლინიკა "ნეოლაბის" დირექტორი აცხადებს, რომ კორონავირუსული ინფექციის დროს პრეპარატ რემდესივირის გამოყენება  სტაციონარში სტაციონარში მკურნალობის პერიოდს ახანგრძლივებს და პრეპარატის გამოყენება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდანაც რეკომენდებული არ არის.

"ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობ, რომ რემდესივერი ხმარებიდან უნდა იყოს ამოღებული. მისი გამოყენების დაწყება ახანგრძლივებს ჰოსპიტალიზაციის პერიოდს, ეს დამტკიცებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული კვლევებით, რომელიც ახლახანს გამოქვეყნდა. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია წინააღმდეგია ამ პრეპარატის გამოყენების ნებისმიერი ფორმის კორონავირუსლი ინფექციის დროს. ზუსტად ამაშია საქმე, რომ ჩვენ ხშირ შემთხვევაში ვერ ვიღებთ იმ თანამედროვე, მიმდინარე გამოცდილებას, რომელიც უკვე დაგროვდა,"- აღნიშნა "დღის კურიერში" გიორგი კამკამიძემ.

დღის ამბები