28 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
ჩინეთის სასამართლომ კანადელ ბიზნესმენს 11 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ჩინეთის სასამართლომ კანადელ ბიზნესმენს 11 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მას ბრალი ჩინეთის სახელმწიფო საიდუმლოების სხვა ქვეყნებისთვის გადაცემაში ედება.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, 11 წლიანი პატიმრობის გარდა მას 8 ათას დოლარამდე პირადი ქონების კონფისკაცია და დეპორტაცია მიესაჯა.

მედიის ინფორმაციით, დეპორტაცია სასჯელის მოხდის შემდეგ ხორციელდება.

სასამართლოს გადაწყვეტილებას კანადის პრემიერმა უსამართლო უწოდა, რადგან სასამართლო პროცესი საერთაშორისო სამართლის მინიმალურ სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესმენის დაკავებას კანადაში "ჰუავეის" აღმასრულებელი დირექტორის დაპატიმრებას უკავშირებენ.

დღის ამბები