28 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
13 წელი შინდისის ტრაგედიიდან - უთანასწორო ბრძოლას 17 ქართველი გმირი შეეწირა

შინდისის ტრაგედიიდან დღეს 13 წელი შესრულდა. 2008 წლის 11 აგვისტოს, რკინიგზის სადგურთან მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეული რუსეთის 53-ე არმიის პირისპირ აღმოჩნდა. ქართველ ჯარისკაცებს საბრძოლო მასალა ამოეწურათ. დაჭრილმა მებრძოლებმა ტყვედ ჩაბარებას სიკვდილი არჩიეს და ერთადერთი შემორჩენილი ყუმბარით თავი აიფეთქეს.

შინდისთან უთანასწორო ბრძოლას 17 ქართველი გმირი შეეწირა. ეს ბრძოლა აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეპიზოდი იყო.

დღის ამბები