28 ნოემბერი 2024,   10:40
ვრცლად
ბიძინა კულუმბეგოვი მიიჩნევს, რომ ვაქცინების მიმართ ცრუ ინფორმაციის გავრცელება სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი უნდა გახდეს
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მიიჩნევს, რომ ვაქცინების მიმართ ცრუ ინფორმაციის გავრცელება სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი უნდა გახდეს.
 
"ვაქცინების მიმართ ცრუ ინფორმაციის გამავრცელებლების წინააღმდეგ სახელმწიფომ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები. აღნიშნულის ბერკეტი მას გააჩნია:
 
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 247. სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ
 
ინფორმაციის დამალვა ან გაყალბება!
1. იმ გარემოების, ფაქტის ან მოვლენის შესახებ ინფორმაციის დამალვა ან გაყალბება, რომელიც საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან გარემოს, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ვალდებული იყო მიეწოდებინა ეს ინფორმაცია მოსახლეობისათვის, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
 
თუ კანონი გაფართოვდება (ამჟამად ეხება მხოლოდ სამინისტროს თანამშრომლებს) და მასმედიაში აზრის გამომთქმელ ნებისმიერ ექიმს შეეხება, გაცილებით გავაუმჯობესებთ საზოგადოების ინფორმირებულობის დონეს,"- წერს ბიძინა კულუმბეგოვი.
 
ამასთან კულუმბეგოვი ფიქრობს, რომ სანამ კოვიდით ყოველდღე ამდენი ადამიანი იღუპება ქვეყანაში გლოვის დღეები გამოცხადდეს. მისი თქმით, "ეს ავტომატურად გამორიცხავს დაუსრულებელ ტაშ-ფანდურს და კონცერტომანიას". 
დღის ამბები