28 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
ნიუ-იორკის გუბერნატორს 11 ქალის სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებენ - ის თანამდებობიდან გადადგა 

ნიუ-იორკის გუბერნატორი ენდრიუ კუომო სექსუალურ შევიწროვებაში დადანაშაულების გამო თანამდებობიდან გადადგა. კუომომ თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გამოძიებამ დაადგინა, რომ ნიუ-იორკის გუბერნატორი რამდენიმე ქალს ავიწროვებდა

დემოკრატი გუბერტანორის გადადგომას მისივე პარტიის წევრები ითხოვდნენ, ასევე მის გადადგომას ითხოვდა პრეზიდენტი ბაიდენი. 

ნიუ-იორკის გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 63 წლის კუომო 11 ქალს, მათ შორის სახელმწიფო მოხელეებს, სექსუალურად ავიწროვებდა. თავად ნიუ-იორკის ყოფილი გუბერნატორი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. 

"მე მჯერა, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებულია, მე ვთვლი, რომ ეს უსამართლობაა და სიმართლეს არ შეესაბამება," - განაცხადა ენდრიო კუომომ.

დღის ამბები