28 ნოემბერი 2024,   10:51
ვრცლად
"მივწერე Facebook-ს, რომ დამატებით დაცვები დაამატოს" - მიხეილ სააკაშვილის თქმით, სუსმა მისი "ფეისბუქი" გატეხა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი Facebook -ის გვერდი უსაფრთხოების სამსახურმა გატეხა. 

"სუსმა, როგორც ჩანს, მოახერხა მაინც ჩემი პეიჯის გატეხვა, უკვე მეორეჯერ, რაღაც სრულიად გაურკვეველი ტექსტით.

ახლა მივწერე Facebook-ს რომ დამატებით დაცვები დაამატოს. მაინც არაფერი არ გამოგივათ მეგობრებო, არც ერთ ამ თემაზე, რომელზეც ახლა ნერვიულობთ. რისი თქმა უნდოდათ ამ ტექსტით ეგეც ვერ გავიგე ბოლომდე,"-წერ მიხეილ სააკაშვილი.
 
შეგახსენებთ, დღეს მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, სადაც სააკაშვილი მხარდამჭერებს კოვიდვითარების წინასაარჩევნოდ გამოყენებისკენ მოუწოდებდა. 
 
 
დღის ამბები