ეპიდვითარების ფონზე, საჰაერო მიმოსვლის დინამიკა გაიზარდა - სტატისტიკა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ეკუთვნის. ოფიციალური მონაცემებით, მომატებულია საერთაშორისო აეროპორტში მგზავრების ნაკადი და გადაზიდვების სიხშირეც.
სპეციალისტები აღნიშნულ მონაცემებს ხსნიან იმით, რომ გარკვეული დროის განმავლობაში ქვეყანას რეგულაციები შემსუბუქებული ჰქონდა. ავიაციის მიმართულებით რამდენიმე სიახლეა - მათ შორის ის, რომ დღეს ამერიკის შეერთებული შტატებიდან პირველი ჩარტერული რეისი შეასრულა უმსხვილესმა ავია გადამზიდმა. ამასთან, ავიაკომპანია Wizz Air-ი საქართველოში დაბრუნდა.