28 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
ქვეყანა კორონავირუსის მძიმე მეოთხე ტალღის პირისპირ - დელტა შტამმა სიკვდილიანობა 137 %-ით გაზარდა

საგანგაშო სტატისტიკა და პანდემიის ანტირეკორდი - კორონავირუსის დადასტურებიდან დღემდე, ქვეყანაში ინფიცირების ყველაზე მაღალი ნიშნულია -5 697 ახალი შემთხვევა.

რეკორდულია გარდაცვლილთა რიცხვიც - მხოლოდ ერთ დღეში ინფექციას კიდევ 54 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. კლინიკებში ვითარება დღითი დღე რთულდება - დელტა შტამის სწრაფი გავრცელება დაეტყო პედიატრიულ განყოფილებებსაც. ყოველდღიურად ინფიცირებულთა 10% ბავშვია, მათგან ნახევარი საავადმყოფოში ხვდება.

ვირუსის მეოთხე ტალღა საქართველოში მძიმედ მიმდინარეობს. სირთულეები ქვეყანას, როგორც სხვა სახელმწიფოებს დელტა შტამმა შეუქმნა. ბრიტანულ ვარიანტთან შედარებით ინდოეთიდან გავრცელებული ვირუსის ფორმამ სიკვდილიანობის მაჩვენებელი 137 %-ით გაზარდა, კლინიკებში პაციენტების რაოდენობა 85%-ით, გავრცელების მასშტაბები კი 97%-ით არის მომატებული. 

ქვეყანა არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობს მიღებულ პრევენციულ ზომებს და ვაქცინაციას უპირისპირებს. საქართველო იმუნიზაციის გეგმის ინდიკატორს უკვე მიუახლოვდა - ბოლო 24 საათში 24 000- მდე ადამიანი აიცრა. სპეციალისტებს საზოგადოების მაღალი პასუხიმგებლობის იმედი აქვთ, რომ დღის განმავლობაში 30 ათასი ადამიანი აიცრება და ვირუსი უკან დახევას დაიწყებს.

დღის ამბები