28 ნოემბერი 2024,   10:40
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსმა უკვე 6 182 ადამიანი იმსხვერპლა - მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს კი ვირუსის არსებობის ისევ არ სჯერა

ჩვენი ახლობლების სიცოხლე რომ ჩვენს ქცევაზეა დამოკიდებული, პანდემის წელიწიდნახევარმა არაერთხელ გვიჩვენა. ნიღაბი და აცრა - ეს არის ორი მარტივი რამ, რაც გადაარჩენს ადამიანების სიცოცხლეს.

ახლა უკვე განურჩევლად ასაკისა, ვირუსი უტევს ყველას - ბავშვებს, ახალგაზრდებს, ორსულებს, ხანდაზმულებს.

საქართველოში კორონავირუსმა სულ 6 182 ადამიანი იმსხვერპლა, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს კი ვირუსის არსებობის ისევ არ სჯერა.

როგორც პირბადის ტარების, ასევე დისტანციის დაცვის წესის დარღვევა თითქმის ყველა ნაბიჯზე შესამჩნევია, იქ, სადაც არის ღია სავაჭრო სივრცეები.

განსხვავებული სურათია დახურულ ბაზრობებზე, სადაც მომხარებლის ნაკადს დაცვის თანამშრომლები და ადმინისტრაცია მეტად აკონტროლებს.

მეტნაკლებად იცავენ წესს მოქალაქეები ავტობუსის გაჩერებებზე დგომის დროს. ცნობილია, რომ ამ შემთხვევაშიც ნიღბის გაკეთება სავალდებულო მოთხოვნაა. პირბადეს თითქმის ყველა ატარებს საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც.

დღის ამბები