28 ნოემბერი 2024,   10:42
ვრცლად
"არავინ მოგცემთ უფლებას, კაცობრიობის არსებობას საფრთხე შეუქმნათ" - ბოჭორიშვილის კლინიკის ხელმძღვანელი წერილს აქვეყნებს

ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია აცხადებს, რომ მოქალაქეთა "სიჯიუტის და თავქარიანობის" გამო შესაძლებელია ქვეყანა იძულებული გახდეს, შემდგომში უფრო მკაცრ შეზღუდვებზე გადავიდეს.

"ძალიან მოკლედ, მთავარ საკითხზე. ვამბობ, რაც მოხდება მთელს მსოფლიოში და არ გეგონოთ, ჩვენს ქვეყანაში ისტერიულ-უგუნურად მომკივან ვინმე კონკრეტულ პირს ვამუნათებდე:

აცრა, პირბადე და დისტანცია(ამაში შედის არათავშეყრაც), აგვაშორებს როგორც სამედიცინო კატასტროფას, უმძიმესი შედეგებით, ასევე ლოქდაუნს და ეკონომიკის დაცემას!

ვინც ამ ტრიადის მოწინააღმდეგენი ხართ, სწორედ ისინი გვევლინებით ეკონომიკის მტრებად; სწორედ თქვენი სიჯიუტის და თავქარიანობის გამო შესაძლებელია იძულებული გახდეს ქვეყანა, შემდგომში უფრო მკაცრ შეზღუდვებზე გადავიდეს. კაცობრიობის უდიდესი ნაწილი იბრძვის უხილავი მტრის წინააღმდეგ და თუ ძალიან გაჭირდა, ისე მოიქცევა, როგორც ომში იქცევიან!

არავინ მოგცემთ უფლებას, კაცობრიობის არსებობას საფრთხე შეუქმნათ! თუ ძალიან გაჭირდა, დემოკრატია უკანა პლანზე გადაიწევს და თავის გადასარჩენად, მსოფლიო მკაცრ ღონისძიებებზე გადავა. ეს ყველგან მოხდება – იმ რიგითობით, სად რა მდგომარეობაა! ჩვენ ახლა ძალიან ცუდ დღეში ვართ და მოვეგოთ გონს! გავაკეთოთ რასაც ჩვენზე მცოდნენი, აკადემიური განათლების მქონენი გვირჩევენ და მივენდოთ უფალს," – წერს გადელია სოციალურ ქსელში.

დღის ამბები