28 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
ორსული ქალის Covid 19-ით გარდაცვალება, შესაძლოა, დაგვიანებულ მკურნალობას უკავშირდებოდეს - კლინიკა "ბომონდის" ექიმის განმარტება

Covid 19-ით გარდაცვლილი, 28 წლის ორსული ქალის შემთხვევა, შესაძლოა, დაგვიანებულ მკურნალობას უკავშირდებოდეს. 

კლინიკა "ბომონდის" რეანიმატოლოგის, ტარიელ კუხიანიძის განცხადებით, კლინიკაში შემოსვლის დროს ორსული ქალის მდგომარეობა უკვე მძიმე იყო. 

"30 რიცხვში შემოიყვანეს პაციენტი, მძიმე მდგომარეობაში, სუნთქვის უკმარისობით, ორმხრივი პნევმონიით. იყო 29 კვირის ორსული, 28 წლის ქალი. მიუხედავად დაწყებული მედიკამენტოზური მკურნალობისა, სხვადასხვა სიმპტომური თერაპიული მკურნალობისა, დღეს დილით, სამწუხაროდ, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი. კლინიკაში შემოსვლამდე რამდენიმე დღე აღენიშნებოდა ტემპერატურა, ხველა, ტკივილები სუნთქვის დროს. ჩვენთან შემოსვლის დროს პნევმონია უკვე დიდი ზომის იყო, სავარაუდოდ, იყო დაგვიანებული შემთხვევა,"- აცხადებს ექიმი. 

შეგახსენებთ, რომ ორსული ქალი, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა, ქუთაისის კლინიკა "ბომონდში" მკურნალობდა.  

დღის ამბები