28 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
ჟანგბადის მიწოდების შეფერხების გამო ვლადიკავკაზში​ კორონავირუსით დაინფიცირებული 9 პაციენტი დაიღუპა

ჟანგბადის მიწოდების შეფერხების გამო კორონავირუსით დაინფიცირებული 9 პაციენტი დაიღუპა ვლადიკავკაზში.

როგორც ცნობილია, ჟანგბადის მიწოდების შეფერხება მიწისქვეშ გამავალი მილის აფეთქებას უკავშირდება. ინციდენტის დროს ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე 13 პაციენტი იმყოფებოდა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშრებით ორი და მეტი ადამიანის გაუფრთხილებლობით სიკვდილის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

დღის ამბები