ბოლო 24 საათში, ”თალიბანის” 360 მებრძოლის ლიკვიდაცია განხორციელდა ავღანეთის შეიარაღებული ძალების მიერ.
სპეცოპერაციის დროს თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების 145 თანამშრომელი დაშავდა.
მედიის ინფორმაციით, დღეს რადიკალურ დაჯგუფებასა და მთავრობას შორის ყატარში მოლაპარაკებებია დაგეგმილი. ავღანეთში სიტუაცია ნატოს ჯარების გაყვანის ფონზე გამწვავდა.