28 ნოემბერი 2024,   10:42
ვრცლად
ქუთაისში კორონავირუსით 28 წლის ორსული გარდაიცვალა

ქუთაისში კორონავირუსით ორსული გარდაიცვალა. 28 წლის ორსულის მდგომარეობა მძიმე იყო და ის კლინიკა ბომონდის კოვიდცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა. პაციენტს ორმხრივი პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა, ის 28-29 კვირის ორსული იყო.

სპეციალისტების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დღის ამბები