საბერძნეთში კვლავ ტყის ხანძრებს ებრძვიან. შექმნილი მდგომარეობის გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი.
”ჩვენ, შეიძლება, გავაკეთეთ ის, რაც ადამიანისთვის იყო შესაძლებელი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს არ იყო საკმარისი", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
საბერძნეთში, ივლისის ბოლოდან დღემდე, 580 -ზე მეტი ხანძრის კერა გაჩნდა, რასაც მაღალმა ტემპერატურამ და ქარმა შეუწყო ხელი. ყველაზე დიდი ხანძარი კუნძულ ევიაზე მძვინვარებს, სადაც მდგომარეობა კვლავ საგანგაშოა.
ხანძრების შედეგად საბერძნეთში გარდაცვლილია 3 ადამიანი, მათ შორის - მოხალისე მეხანძრე. არიან დაშავებულებიც. დამწვარია სახლები და ჰექტრობით ტყე.
საბერძნეთის დასახმარებლად სხვადასხვა ქვეყანამ ავიაცია, ცოცხალი ძალა და დამატებითი აღჭურვილობა გაგზავნა.