28 ნოემბერი 2024,   10:39
ვრცლად
ახალი რეგულაციები უკვე ძალაშია - რა უნდა გაითვალისწინოთ, რომ არ დაჯარიმდეთ

დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება ისევ სავალდებულო ხდება. გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გუშინ ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით მიიღო.

კვლავ აკრძალულია ღამის კლუბების ფუნქციონირება როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეებში და აღსრულება მკაცრად გაკონტროლდება.

შეზღუდული რჩება კვების ობიექტების მუშაობა ღამის 12-იდან დილის 5 საათამდე პერიოდში. კიდევ უფრო გამკაცრდება კონტროლი ქელეხების, ქორწილების და იუბილეების აღნიშვნაზე. მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობისთვის ობიექტებს პირველ ჯერზე 10 ათასი ლარით დაჯარიმდებიან, განმეორების შემთხვევაში კი დაილუქებიან.

დღის ამბები