28 ნოემბერი 2024,   10:34
ვრცლად
"რუსთავის ევროპული ტიპის ქალაქად ჩამოყალიბება – ეს არის უმნიშვნელოვანესი მიზანი, რაც ვიცით, რომ გააჩნია ნინო ლაცაბიძეს" - კახა კუჭავა 

პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე ისაუბრა და ყურადღება რუსთავში ეკოლოგიურ და გარემოს დაცვით საკითხებზე გაამახვილა.  

 "მიუხედავად გაკეთებული საქმეებისა, ჩვენ კარგად ვხედავთ და არასდროს გვიჭირს, თვალი გავუსწოროთ იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დგას ქალაქი რუსთავი.

პირველ რიგში, გამოვყოფდი ეკოლოგიურ და გარემოს დაცვით საკითხებს. მინდა, გითხრათ, ჯერ კიდევ გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობისას, რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ იმ სამართლებრივი ბაზის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს, ერთხელ და საბოლოოდ გადაიჭრას ამ ქალაქში გარემოსდაცვითი საკითხები და ეკოლოგიის პრობლემა.

თუმცა, აქ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამართლებრივი ბაზის არსებობა, არამედ ძლიერი მერი, რომელიც შეძლებს, აღასრულოს ეს ნორმები და რეალურად, რუსთავის ოცნება – გახდეს ეკოლოგიურად სუფთა და ქალაქი სუფთა ჰაერით, იქნას საბოლოოდ მიღწეული.

ჩვენ ვიმყოფებით ძალიან ლამაზ პარკში, ბევრი რეკრეაციული ზონებით. ევროპული ტიპის ქალაქად ჩამოყალიბება – ეს არის უმნიშვნელოვანესი მიზანი, რაც ვიცით, რომ გააჩნია ნინო ლაცაბიძეს," - განაცხადა კახა კუჭავამ. 

რუსთავში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატად დღეს ნინო ლაცაბიძე დაასახელეს. 

დღის ამბები