ცუდმა ამინდმა პრობლემები შექმნა გორში - ძლიერმა ქარმა ქალაქში 2 კორპუსს ახადა სახურავი, წაქცეულია სამი ხე. მომხდარის გამო არავინ დაშავებულა.
შემთხვევის ადგილებზე მუშაობს გორის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოს და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.