28 ნოემბერი 2024,   10:42
ვრცლად
ქალს ინექციის სახით გაუკეთეს მედიკამენტი, რაც ამ მეთოდით საერთოდ არ გამოიყენება - არიან თუ არა დაცულები ესთეტიკური მედიცინის მოყვარულები საქართველოში

არაპროფესიონალიზმი თუ მომხმარებლის შეგნებულად მოტყუება - დაზარალებული ქალი სხვებს გამოცდილებას უზიარებს და ესთეტიკურ ცენტრთან სამართლებრივ დავას განაგრძობს. თამარ გილი უკვე თვეებია იმ დაზიანებების გამოსწორებას ცდილობს, რომელიც თვალის გარშემო კანის დატენიანების დროს მიიღო. ქალმა პრეპარატის მწარმოებლისგან გაარკვია, რომ მედიკამენტი, რაც ინექციის სახით გაუკეთეს, ამ მეთოდით საერთოდ არ გამოიყენება. რამდენად დაცულები არიან ესთეტიკური მედიცინის მოყვარულები საქართველოში და რას ურჩევენ მათ სპეციალისტები? 

პროცედურის შემდეგ ქალმა დაზიანებები მიიღო. პაციენტს ალერგიული ფონი ეგონა და შესაბამისი მედიკამენტებიც მიიღო. შემდეგ გაუჩნდა ეჭვი, რომ პრეპარატი კანში არასწორი მეთოდით შეუყვანეს და გართულებებიც ამის გამო დაეწყო. დაზარალებულმა მისწერა მწარმოებელ კომპანიას, სადაც დაუდასტურეს, რომ სითხე რომელიც თამარ გილს თვალის არეში შეუყვანეს მხოლოდ სპეციალური პროცედურების დროს გამოიყენება და მისი ინექცია დაუშვებელია.

ესთეტიკური მედიცინით დაზარალებული ქალი ფულად კომპენსაციას არ ითხოვს, თუმცა თამარ გილს ბრძოლა სამართლებრივი გზებით აქვს გადაწყვეტილი, აპირებს საჩივრის შეტანას. მიზანი რეგულაციების და კონტროლის გამკაცრებაა. განმარტავს, რომ მისმა შემთხვევამ მაგალითი სხვა პაციენტებსაც უნდა მისცეს, რათა გამაახალგაზრდავებელ პროცედურამდე ყველა დეტალს ზედმიწევნით გაეცნონ.

დღის ამბები