28 ნოემბერი 2024,   10:29
ვრცლად
10-წლიანი გეგმა - დეოკუპაცია და ევროინტეგრაცია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარ მიზნებად რჩება

10-წლიანი გეგმის 10 მიზანი - საგარეო უწყებამ გრძელვადიანი სტრატეგია დღეს გაასაჯაროვა. ჩამონათვალში ლიდერი დეოკუპაციაა, როგორც მთავარი პრიორიტეტი. კონფლიქტის მოგვარება "ქართული ოცნებისთვის" მხოლოდ მშვიდობიან და პრაგმატულ ნაბიჯებზე გადის. ასეთად, ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობაში რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაცაა.

10-წლიან სტრატეგიაში ევროკავშირის წევრობაზე 2024-ში განაცხადის შეტანა, ზოგადად, ევროკავშირთან დაახლოება და ნატოში გაწევრიანებაც პრიორიტეტებად ჩაიწერა. გეგმების გარდა ისაუბრეს მიღწევებზე, როგორც წარმატებული საგარეო პოლიტიკის დამადასტურებელ ფაქტებზე.

მომავალი 10 წლის განმავლობაში ოფიციალური თბილისი სტრატეგიულ პარტნიორთან ალიანსის ჩამოყალიბებას გეგმავს. აშშ-სთან ურთიერთობები ორ - სამხედრო-პოლიტიკურ და სავაჭრო ეკონომიკურ კომპონენტს დაემყარება. 

საქართველოსთვის პრიორიტეტულია აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის ფუნქციის განვითარებაც. 

დღის ამბები