28 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
მთავრობა მერების ხელფასების გაორმაგებას და საჯარო მოხელეების ანაზღაურების ზრდას აანონსებს

მთავრობა მერების ხელფასების გაორმაგებას და საჯარო მოხელეების ანაზღაურების ზრდას აანონსებს - სახელისუფლებო გუნდი მიზნად პროფესიონალი კადრების შენარჩუნებას და მათთვის მოტივაციის გაზრდას ასახელებს. ამბობენ, რომ არსებული ანაზღაურებით საჯარო სექტორი კერძოს კონკურენციას ვერ უწევს.

ინიციატივა ოპოზიციისთვის თვითმმართველობის არჩევნების წინ გადადგმული პოპულისტური ნაბიჯი და არაპირდაპირი მოსყიდვაა. ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში პრემიერის იდეას სპეციალური ბრიფინგიც მიუძღვნეს და განმარტეს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში საჯარო სამსახურებში დასაქმებულთა ოპტიმიზაციას დაიწყებენ.

ბრალდებებზე საკუთარი არგუმენტები აქვთ "ქართულ ოცნებაში". მათი თქმით, წინასწარ იყო დაანონსებული, რომ საჯარო სექტორში ხელფასები გაიზრდებოდა, არის იდეაც, რომ ეს ზრდა მიებას მთლიანი შიდა პროდუქტის ნიშნულს.

დღის ამბები