28 ნოემბერი 2024,   10:46
ვრცლად
თავისუფალი საწოლების რაოდენობა სულ უფრო მცირდება - ხვალიდან ნიღბის ტარება ღია სივრცეში ისევ სავალდებულო ხდება

პირბადე ღია სივრცეში ისევ სავალდებულო ხდება - ხვალიდან ყველგან, სადაც ხუთ ადამიანზე მეტი იკრიბება, ნიღაბი უნდა ატაროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოქალაქეები ისევ 20 ლარით დაჯარიმდებიან.  

სპეციალისტები ამბობენ, რომ სწორედ რეგულაციების დარღვევამ და მაღალმა სტატისტიკამ განაპირობა, რომ საქართველომ მწვანე ზონის სტატუსის დაკარგა. ეს საყურადღებო ეპიდსიტუაცია გახდა საკოორდინაციო საბჭოსთვისაც გადამწყვეტი, რომ აქამდე არსებული მარტივად შესრულებული რეკომენდაციები სავალდებულოდ ექცია. 

ჯანდაცვის მინისტრი "კურიერთან" ინტერვიუში იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე კლინიკებშია. ინფიცირებულთა ყოველდღიური რეკორდული რაოდენობის გამო ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ დამატებითი საწოლების მობილიზებაა საჭირო. 

ჯანდაცვის სისტემისთვის ლიმიტი 8 ათასი პაციენტია. ახლა, ვისაც განსაკუთრებული მეთვალყურეობა ესაჭიროება და კლინიკებში გადის მკურნალობას, ასეთი 6600-ზე მეტი პირია.

საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მკაცრი აღსრულების მონიტორინგს ითხოვს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი.

ვაქცინაციის პროცესი თითქმის ყველა სოფელში დაწყებულია. რეგიონების მასშტაბით 400-მდე ამბულატორია შესაბამისი ინფრასტრუქტურით არის მოწყობილი. 

დღის ამბები