28 ნოემბერი 2024,   10:46
ვრცლად
ჩინეთში საოფისე შენობის სახურავის ჩამონგრევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა

ჩინეთში საოფისე შენობის სახურავის ჩამონგრევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც შენობაში ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები მიმდინარეობდა.

ინციდენტის ადგილზე ნანგრევებიდან ხალხის გამოსაყვანად მაშველთა ჯგუფია მობილიზებული. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები