ვენეციაში სან მარკოს მოედანი დაიტბორა. შემთხვევა წყლის დონის მომატებამ გამოიწვია, რაც საკმაოდ უჩვეულოა აგვისტოს თვისთვის.
როგორც ვენეციის მუნიციპალიტეტმა განაცხადა, წყლის დონემ 1 მეტრით აიწია. წყალდიდობას კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ ფაქტორებს უკავშირებენ, როგორიცაა ზღვის დონის მომატება და უჩვეულოდ მაღალი ტალღები.