თალიბებმა ქაბულში ავღანეთის რადიოსადგურის მენეჯერი მოკლეს, ერთი ჟურალისტი კი სამხრეთ ჰელმანდის პროვინციიდან გაიტაცეს.
ჯერჯერობით უცნობია გატაცებული ჟურნალისიტის ადგილმდებარეობა. თალიბანის წარმომადგენლის მტკიცებით, მათ მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.
როგორც დამოუკიდებელი მედიის მხარდამჭერი ორგანიზაცია აცხადებს, გასულ თვეს თალიბების მსხვერპლი მედიის 30 წარმომადგენელი გახდა. მათი ნაწილი მოკლულია, ნაწილი კი რადიკალური დაჯგუფების მხრიდან ძალადობისა და გატაცების მსხვერპლია.