სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ოზურგეთის სატყეო უბნის უფროსი დააკავა.
გამოძიებით დგინდება, რომ მოქალაქეს 102 კუბური მეტრი ხე-ტყის მასალის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გადაცემის სანაცვლოდ, სატყეო უბნის უფროსმა მოქალაქეს ქრთამის სახით 2 000 ლარი გამოართვა.
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს