28 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
პედაგოგებისთვის და სტუდენტებისთვის იმუნიზაციის დამატებით ლოკაციები იქმნება - თამარ გაბუნია

რას აკეთებს ჯანდაცვის სამინისტრო იმისათვის, რომ ახალი სასწავლო წელს პედაგოგები აცრილები შეხვდენენ - "დღის კურიერში" თამარ გაბუნია ამბობს, რომ მარტივდება ხელმისაწვდომობა პედაგოგიური პერსონალისთვის ვაქცინაციაზე.

"მადლობა მინდა ვუთხრა განათლების სამინისტროს და აკადემიურ ინსტიტუტებს, რომლებიც თანამშრომლობენ ჩვენთან. გამოგვიყვეს სივრცეები უნივერსიტეტებში, სადაც უკვე ორი დიდი ვაქცინაციის ცენტრი მუშაობს. თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე, დღეში 3000-3500 ადამიანი იცრება და მსგავსი ცენტრები შეიქმნება თბილისში ორ ლოკაციაზე, ქუთაისში, ბათუმში. რაც მთავარია, იქნება ბაზა პედაგოგიური პერსონალის და სტუდენტების ვაქცინაციისთვის, რომ მათ რეგისტრაციის, რიგში ჩადგომის გარეშე ჰქონდეთ შესაძლებლობა, მათთვის სასურველ დროს აიცრან.

ეს დაგვეხმარება ჩვენ მოვიცვათ სხვა ესენციური ჯგუფებიც, ამდენად, პედაგოგიური პერსონალის და სტუდენტების ვაქცინაცია, რა თქმა უნდა, არის პრიორიტეტული," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღის ამბები