სტიქიისგან დამწვარ თურქეთში გაწვიმდა. უხვი ნალექის დახმარებით მეხანძრეებმა ანტალიის პროვინციებში ცეცხლის ლოკალიზება შეძლეს.
ხანძარი კვლავ მძვინვარებს საბერძნეთის კუნძულ ევიაზე. მოსახლეობა სტიქიის ზონას ნავებით ტოვებს. ქვეყანამ დახმარება 10 სახელმწიფოსგან მიიღო.
3 კვირაზე მეტია ხანძარს ვერ აქრობენ კალიფორნიაში. ეს შტატისთვის რიგით მესამე ყველაზე მასშტაბური ხანძარია.