28 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
"საშინელი კადრებია, დასაწყისი მაქვს ნანახი, მეტის ნახვა ვერ შევძელი..." - გიორგი ანწუხელიძის ცოლის და აგვისტოს ომში დაღუპული სხვა გმირების ოჯახის წევრების ემოციები 13 წლის შემდეგ

აგვისტოს ომს გმირობის არაერთი ისტორია უკავშირდება. ინტერვენციას და არაპროპორციულ ძალას 170 სამხედრო, 14 პოლიციელი და 228 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

ყველა ისტორიის მოყოლა შეუძლებელია, თუმცა, "კურიერი" დღეს მაინც შეეცდება რამდენიმე გმირისა და მათი ოჯახების მაგალითზე მოგიყვეთ იმ ემოციების შესახებ, რომელთანაც უკვე მე-13 წელია უწევთ ცხოვრება.

"ბოლო კომუნიკაცია გვქონდა 6 აგვისტო რომ დაღამდა და 7 თენდებოდა, დამირეკეს გიორგის ნაწილიდან, გიორგის ვერ უკავშირდებოდნენ, განგაში იყო ჯარში და გიორგის იძახებდნენ. ვუთხარი, მგონი ომი დაიწყო და ფრთხილად იყავი მეთქი.

ის იქიდან მამშვიდებდა, ნუ გეშინია, არაფერი მომივაო, ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი...

საშინელი კადრებია, უბრალოდ, დასაწყისი მაქვს ნანახი, რომ საჭირო იყო ამოცნობა, ნამდვილად იყო თუ არა გიორგი, მეტის ნახვა ჯერ მე ვერ შევძელი..." - ამბობს გიორგი ანწუხელიძის ცოლი, მაკა ჩიკვილაძე. 

დღის ამბები