28 ნოემბერი 2024,   10:34
ვრცლად
რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულების ხსოვნას პატივს მოქალაქეები მთელი დღის განმავლობაში მიაგებდნენ

13 წლის წინ, აგვისტოს ომის მოვლენათა ეპიცენტრი გორი იყო. შიდა ქართლში 2008 წლის მოვლენები კიდევ ერთხელ გაიხსენეს და ომში დაღუპულთა მემორიალთან გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ გარდაცვლილთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

ქვის სტელასთან საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა. გაიხსენეს რუსული აგრესიის შედეგად გარდაცვლილი ადამიანები, ხაზი გაესვა მთელი საზოგადოების გაერთიანების მნიშვნელობასა და აღინიშნა, რომ მხოლოდ ერთობით არის შესაძლებელი ქვეყნის დეოკუპაცია.

დღის ამბები