28 ნოემბერი 2024,   10:36
ვრცლად
Fitch-ის რეიტინგი - საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი განსაზღვრა. საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში წერია, რომ საქართველომ პანდემიის ფონზე BB ნეგატიურიდან BB სტაბილურზე გადაინაცვლა. 

კომპანიამ გაზარდა ეკონომიკის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელიც, რომელ 4.3 პროცენტის ნაცვლად უკვე 7.8 პროცენტს შეადგენს. 

გაუმჯობესებულ საინვესტიციო ინდიკატორებთან დაკავშირებით კომენტარი დღეს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმაც გააკეთა. კობა გვენეტაძე Fitch-ის პოზიტიურ მონაცემებს სწორი მაკროეკონომიკური და მონეტარული პოლიტიკით ხსნის.

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ობიექტურმა ინდიკატორებმა კრიზისის მართვის ეფექტურობა დაადასტურა, რომლის შენარჩუნებაც სამომავლოდ პოლიტიკურ სტაბილურობაზეა დამოკიდებული. ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ Fitch -ის მონაცემები მთავრობას კმაყოფილების საბაბს არ აძლევს.

Fitch ქვეყნების სუვერენულ საკრედიტო რეიტინგებს კვარტალში ერთხელ აქვეყნებს. განახლებული მონაცემების მიხედვით საერთაშორისო კომპანია მიმდინარე წელს სახელმწიფო ვალის მოცულობის შემცირებას, მთლიანი შიდა პროდუქტთან მიმართებით 56 პროცენტამდე პროგნოზირებს.

 

 

დღის ამბები