28 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
"ქართული ოცნების" მერობის 12 კანდიდატი იმერეთში - რას ჰპირდებიან ისინი ამომრჩევლებს

თვითმმართველობის არჩევნებამდე 56 დღე რჩება, პარტიების წინასაარჩევნო კამპანია კი უკვე დაწყებულია. ოპოზიციას ჯერჯერობით რეგიონებში კანდიდატები არ დაუსახელებია. ცნობილია მხოლოდ "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატების ვინაობა.

ქუთაისში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი იქნება. ის დარწმუნებულია, რომ მისი არჩევის შემთხვევაში ადგილობრივებთან ერთად ყველა პრობლემას მოაგვარებს.

ჭიათურის მერობის კანდიდატი გივი მოდებაძე იქნება, ის მომდევნო თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, პირობას დებს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჭიათურა ტურისტებისთვის მიმზიდველი გახდეს.

მერად არჩევის შემთხვევაში, პირველ რიგში, ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაგეგმავს და განახორციელებს ზესტაფონის მერობის კანდიდატი. ვასილ გველესიანი თავადაც ზესტაფონიდანაა.

პროგრამა უკვე გაწერილი აქვს ლაშა გოგიაშვილს. მერობის კანდიდატი ყვება, რომ ინფრასტრუქტურული და სოციალური პრობლემების წინაშე დგას თერჯოლა.

იმერეთში ”ქართულმა ოცნებამ” მერობის 12 კანდიდატი წარადგინა. ყველა მათგანი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებისთვის ემზადება, დარწმუნებულები არიან, რომ არჩევნებში პირველივე ტურში მოწინააღმნდეგეებს დიდი უპირატესობით დაამარცხებენ.

დღის ამბები