28 ნოემბერი 2024,   10:44
ვრცლად
საგანგაშო ეპიდვითარება და პანდემიის გავრცელების პარალელურად გამართული ღონისძიებები - სპეციალისტები მომდევნო კვირას ვითარების გართულებას პროგნოზირებენ

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში ისევ მძიმეა. ინფიცირებულთა მაჩვენებელი ყოველდღიურად იმატებს, სამედიცინო დაწესებულებებში კი კოვიდ პაციენტებისთვის სულ უფრო ნაკლები ადგილი რჩება.

მობილიზებული 7000 საწოლიდან 6400 უკვე დაკავებულია. ინფიცირებულთა რიცხვი საათობრივად მატულობს.

ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ინფიცირების პიკია და შესაძლოა მომავალი კვირა, კიდევ უფრო რთული აღმოჩნდეს.

სპეციალისტები განსაკუთრებულ აქცენტს ზღვისპირა რეგიონში არსებულ ვითარებაზე აკეთებენ, სადაც პანდემიის გავრცელების პარალელურად, გასართობი ღონისძიებები იმართება და რეკომენდაციები ყოველდღიურად ისევ ირღვევა.

დღის ამბები