28 ნოემბერი 2024,   10:36
ვრცლად
13 წლის შემდეგ, აგვისტოს ომის დაწყების თარიღი ისევ უთანხმოების საგანია - რა შეახსენა მმართველმა გუნდმა "ნაციონალურ მოძრაობას"

13 წლის შემდეგ, ისევ უთანხმოების საგანია ომის დაწყების თარიღი. მმართველმა გუნდმა დღეს კიდევ ერთხელ შეახსენა ოპოზიციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, რომელსაც "ნაციონალურმა მოძრაობამ," ომიდან 2 თვეში მხარი დაუჭირა.

"ევროსაბჭოს რეზოლუციაზე ხელის მოწერა იყო ცალსახა შეცდომა თუ უფრო მეტიც, ღალატიც არა. როდესაც ამას არ აღიარებ და მეორე მხრივ, აქეთ აბრალებ "ქართული ოცნების" ხელისუფლებას რაღაც გაუგებარი ბრალდებებით რუსეთთან თანამშრომლობას, აი სწორედ ეს არის ის, რის გამოც ვერასოდეს მოიპოვებენ ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერას," - აღნიშნავს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ნიკოლოზ სამხარაძე.

უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ომის დაწყების თარიღზე უფრო მნიშვნელოვანია, თუ როგორ დასრულდა 2008 წლის რუსული აგრესია.

"როდის დაიწყო საბრძოლო მოქმედებები, მე არ მგონია, რომ ეს ის მნიშვნელოვანი თემაა, რომელზეც ყურადღება უნდა იყოს გამახვილებული იმ პოლიტიკური ძალის მხრიდან, რომელმაც რუსეთს ხელი მოუწერა აღიარებაზე, რომ თითქოს საქართველომ დაიწყო ომი 2008 წლის აგვისტოში. ერთადერთი აგრესორი მხარე, ვინც ომი დაიწყო საქართველოში, ეს გახლავთ რუსეთის ფედერაცია," - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები