ინდოეთში წყალდიდობის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. სტიქიამ 500 ათასი ადამიანი და 300-ზე მეტი სოფელი დააზარალა.
დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა. რამდენიმე სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. დაზარალებულ რეგიონებში წყლის დონემ 30 სანტიმეტრს მიაღწია. წყალდიდობა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია.