28 ნოემბერი 2024,   10:49
ვრცლად
სოფელ არხილოსკალოში ლაშა ბექაურთან ერთად პრემიერიც ჩავიდა - რას დაჰპირდა ირაკლი ღარიბაშვილი ოლიმპიურ ჩემპიონს

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ძიუდოისტი ლაშა ბექაური მშობლიურ სოფელ არხილოსკალოში ჩავიდა. მას გულშემატკივრები, ოჯახის წევრები და მეგობრები დახვდნენ. ადგილზე ჩავიდა საქართველოს პრემიერიც. სწორედ მან გააჟღერა ოლიმპიელების ფიცის დადებისას, რომ მთავრობისგან, ოლიმპიური ოქროს ჩამომტანი სპორტსმენი მილიონ ლარს მიიღებდა. 

"ეს უდიდესი სიხარულია ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით კი, ამ რაიონის მცხოვრებლებისთვის. მინდა ლაშას კიდევ ერთხელ მივულოცო ეს უდიდესი გამარჯვება. მას დღეს მე ვაცნობე, რომ მისი სახელობის ახალი დარბაზი აშენდება,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა კი აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად, ჩემპიონობას სწორედ არხილოსკალოში გრძნობს. 

"ჩემი და ჩემი მწვრთნელის ოცნება იყო, რომ ამ სოფელში დარბაზი აგვეშენებინა, სადაც ბევრი სასახელო ვაჟკაცი გაიზრდებოდა,"- აცხადებს ლაშა ბექაური. 

ბექაური სამშობლოში იაპონიიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. 

ავტორი: დავით ფრანგიშვილი. 

დღის ამბები