28 ნოემბერი 2024,   10:47
ვრცლად
"სოფლის განვითარების პროგრამას“ ახალი მიზნობრივი კომპონენტი, მწვანე გრანტები (GMG) დაემატა

"სოფლის განვითარების პროგრამას“ ახალი მიზნობრივი კომპონენტი, მწვანე გრანტები (GMG) დაემატა. პროგრამის ახალი კომპონენტის დეტალები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელთან, ანნა ჩერნიშოვასთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საგრანტო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. "სოფლის განვითარების პროგრამას“ სოფლის განვითარების სააგენტო ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით "სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” ფარგლებში ახორციელებს.

პროგრამა, რომლის მიზანია სოფლად არასასოფლო-სამეურნეო სამეწარმეო საქმიანობის განვითარების მხარდაჭერა, ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება.

 

დღის ამბები